აირჩიეთ სასურველი ფერი; შეარჩიეთ სარკეები, სახურავი და ექსტერიერის სხვა ელემენტები.
ინტერიერის პაკეტები
ინტერიერი
ისარგებლეთ ავტომობილის კონფიგურაციის შესაძლებლობით და შექმენით ინტერიერი თქვენი გემოვნებით.
ინტერიერის დიზაინი
რევოლუციური დიზაინი
თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის სალონში ყველაფერია თქვენი სასიამოვნო მგზავრობისთვის: 9.3 დუიმიანი მულტიმედიური სენსორული მონიტორი, მოძრავი საიდაყვე კონსოლი და ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
ხარისხი ყველა დეტალში
ერთი მგზავრობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ Captur-ის ხარისხის მაღალ სტანდარტში, რაც მოიცავს საუკეთესო ხარისხის მასალისგან დამზადებულ სალონს, ტყავის საჭესა და მოსახერხებელ სავარძლებს.
გამოსცადეთ 536 ლიტრამდე ტევადობის საბარგულის უპირატესობა. ინტერიერის ადაპტირება შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რა სახის ბარგი გადაგაქვთ საბარგულით, სადაც საკმარისი ადგილია ყველა ნივთისთვის.
Renault EASY CONNECT
მართეთ მარტივად ავტომობილის სხვადასხვა სისტემა; უპასუხეთ ზარებს, მოუსმინეთ მუსიკას და ისიამოვნეთ 9.3 დუიმიანი სენსორული მონიტორის მრავალფუნქციური შესაძლებლობებით.