Renault Captur

აღჭურვა და აქსესუარები

აქსესუარები

კომფორტი და პრაქტიკულობა

სასიამოვნო მოგზაურობა

თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, ავტომობილი გთავაზობთ კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას.
Renault CAPTUR
ფართო საბარგული და მოძრავი სავარძელი
გამოსცადეთ 536 ლიტრამდე ტევადობის საბარგულის უპირატესობა; სალონში შესაძლებელია უკანა სავარძლების 16 სანტიმეტრით გადაწევა და 536 ლ. საბარგულის სივრცის სასურველი ნივთებით შევსება.
Renault CAPTUR
მეტი შესანახი სივრცე
მოძრავი საიდაყვე კონსოლი, აქსესუარების შესანახი სივრცე, სანივთე უჯრა - ავტომობილის სალონის ყველა დეტალი გათვლილია თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებზე.
Renault CAPTUR
ავტომატური ხელის მუხრუჭი
Captur-ის ავტომატური ხელის მუხრუჭი გაგიმარტივებთ პარკირების პროცესს.
Renault CAPTUR
Multi-Sense ტექნოლოგია
ავტომობილს გააჩნია მართვის სრულიად განსხვავებული, Eco, Sport და MySense რეჟიმი და 8 სხვადასხვა ფერის განათება.
Renault CONNECT

უწყვეტი კავშირი

ისარგებლეთ Captur-ის მრავალფუნქციური ტექნოლოგიით და გაიმარტივეთ მგზავრობა.
Renault CAPTUR
EASY LINK
EASY LINK ინტუიციური ტექნოლოგიის დახმარებით, Captur-ი მოგზაურობის უნიკალურ გამოცდილებას გთავაზობთ. ისიამოვნეთ 9.3 დუიმიანი მულტიმედიური სენსორული მონიტორის შესაძლებლობებით ავტომობილის მართვისას.
Renault CAPTUR
მარტივი კავშირი სმარტფონთან
მართეთ თქვენს სმარტფონში არსებული აპლიკაციები ავტომობილის მონიტორზე Apple Carplay™-სა და Android Auto™-ს ფუნქციების გამოყენებით. ხმოვანი ბრძანების სისტემით კი შეძლებთ თქვენი სმარტფონის ფუნქციებით სწრაფად სარგებლობას.
Renault EASY DRIVE

გაიმარტივეთ მოგზაურობა

გაიმარტივეთ ყოველდღიურობა Captur-ის ტექნოლოგიების დახმარებით
Renault CAPTUR
დამხმარე სისტემა უსაფრთხო მგზავრობისთვის
იმგზავრეთ მშვიდად და უსაფრთხოდ Captur-ის შემაღლებულ ადგილებში ასვლის დამხმარე სისტემის საშუალებით, რომელიც საჭირო მომენტში გააჩერებს ავტომობილს 2 წამის განმავლობაში.
Renault CAPTUR
360°-იანი ხედვის კამერა
საჭის მართვისას, გზაზე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ავტომობილის 360°-იანი ხედვის კამერა სხვადასხვა გარემოში მარტივად მანევრირების საშუალებას მოგცემთ.
Renault CAPTUR
უსაფრთხოება მგზავრობისას
Captur-ის თითოეული დეტალი გათვლილია ავარიის შემთხვევაში მგზავრების მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე; მყარი კონსტრუქცია, 6 უსაფრთხოების ბალიში და ზეწოლის შემცირებაზე მორგებული ღვედი, დაგიცავთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.
უსაფრთხოება

უსაფრთხო ავტომობილი

ნებისმიერ სიტუაციაში, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, Renault Captur გზებზე თქვენი საიმედო პარტნიორია.

აქსესუარები

ტრანსპორტირება
შეზღუდვების გარეშე

გჭირდებათ მეტი სივრცე ნივთებისთვის? სრული კომფორტისთვის სალონი უზრუნველყოფილია დამატებითი სივრცით, ხოლო ფართო საბარგულში ბარგი უფრო ადვილად თავსდება.

Renault CAPTUR
სახურავის საბარგული
იმოგზაურეთ შეზღუდვების გარეშე; ავტომობილის სახურავს გააჩნია საბარგული, რომელიც გათვლილია 80 კილომდე ტვირთის გადაზიდვაზე.
Renault CAPTUR
სივრცე სახურავზე
გჭირდებათ კიდევ უფრო მეტი ბარგის ტრანსპორტირება? Captur-ის სახურავის ყუთი ასეთ დროს იდეალური გამოსავალია. 
დიზაინი

SUV-ის პერსონალიზებული გამოცდილება

აირჩიეთ Captur, პრაქტიკულობისა და სტილის ერთიანობა
Renault CAPTUR
განათება ავტომობილთან მიახლოებისას
Captur-ს აქვს განათების ფუნქცია ავტომობილთან მიახლოებისას, რაც პრაქტიკულია, თუ გსურთ მისი ადგილმდებარეობის გახსენება. 
Renault CAPTUR
ავტომობილის ანტენა
ავტომობილის სახურავზე აღმოაჩენთ ე.წ. “ზვიგენის ფარფლის” ანტენას, რაც Captur-ს დინამიურობის იერს ანიჭებს.
Renault CAPTUR
ავტომობილის საფეხური
Captur-ის საფეხურის დახმარებით, ავტომობილიდან გადმოსვლა კომფორტული და მარტივია.
დაცვა

იზრუნეთ თქვენს Captur-ზე

იზრუნეთ თქვენს Captur-ზე. მოულოდნელი სიტუაციების დროს, სპეციალური სისტემები და აქსესუარები დაიცავს თქვენს ავტომობილს.
Renault CAPTUR
სავარძლის დამცავი საფარი
სავარძლების დამცავი საფარი ავტომობილის სალონს დამატებით ელეგანტურ იერს სძენს. იგი მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული და მარტივია მისი მონტაჟი და გაწმენდა.
Renault CAPTUR
დაცვა ნაკაწრებისგან
ავტომობილის ძარას გააჩნია საფარი, რომელიც იცავს Captur -ს მცირე შეჯახებების და ნაკაწრებისგან.
გზაში ყოფნისას

მგზავრობის პერსონალიზებული გამოცდილება

Captur -ის ინტერიერი გათვლილია თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებზე.
Renault CAPTUR
მუდამ დამუხტული სმარტფონი
უსადენო დამუხტვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, თქვენი სმარტფონი სადენისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დამუხტოთ, სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ.
Renault CAPTUR
მუსიკა მოგზაურობისას
სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ, ავტომობილის თითოეული დინამიკის ადგილი შერჩეულია ისე, რომ გზაში მაქსიმალურად შთამბეჭდავი მუსიკალური გარემო შეიქმნას.
Renault CAPTUR
წასახემსებელი სივრცე
შესვენება გჭირდებათ? დაამაგრეთ სავარძელზე საპიკნიკე სათავსო წახემსებისას და ისიამოვნეთ ავტომობილის კომფორტული სივრცითა და აქსესუარებით.